კვებითი რეკომენდაციები
ყაბზობის დროს ბავშვთა ასაკში
ნათია ცირდავა
რა არის ყაბზობა?
ყაბზობაზე
ვლაპარაკობთ მაშინ , როცა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დეფეკაციის სიხშირე 3 წლამდე
ასაკის ბავშს აქვს 6 -ზე ნაკლები, ხოლო ნებისმიერ სხვა ასაკში 3-ზე ნაკლები კვირაში(
შემთვევათა 95%), შემცირებულია ფეკალიების მოცულობა ( < 35 გრამზე დღე-ღამეში) და
/ან ადგილი აქვს დეფეკაციის გაძნელებას.
როგორ შეიძლება
გამოვლინდეს ყაბზობა?
·
დეფეკაციის დაძაბვით;
·
მცირე მოცულობის მშრალი მკვრივი მასებით დეფეკაციით;
·
დიდი
ზომის მაგარი ფეკალური
მასებით;
·
დეფეკაციის
აქტს ახლავს ტკივილი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ანუ არასრული დაცლის შეგრძნება დეფეკაციის აქტის
შემდეგ.
რამდენად ხშირია
ყაბზობა ბავშვთა ასაკში ?
ყაბზობა ბავშვთა
ასაკში პედიატრთან ვიზიტის 3 %-ს, ხოლო ბავშვთა
გასტროენტეროლოგთან ვიზიტის 25 %-ის შეადგენს
როგორ უნდა იყოს რაციონი ყაბზობის დროს?
უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტები რაციონის
60 %ს უნდა შეადგენდეს, ხოლო რაციონის 40 % მოდის მოხარშულ ხორცსა ( ძროხა, ქათამი,
თევზი) და რძის პროდუქტებზე (სასურველია რძის მჯავე პროდუქტები). ასევე რაციონში ყურადღება უნდა გამახვილდეს კალიუმის
შემცველ პროდუქტებზე ( კარტოფილი, ხმელი ხილი, ქიშმიში, კაკალი)
ასეთი საკვები ოსმოსური
ეფექტის გამო (ბოლომდე არ იშლება, ჯირჯვდება, არბილებს
და ზრდის ფკალურ მასების მოცულობას) აიოლებს დეფეკაციას.
რომელი პროდუქტებია მდიდარი უჯრედისით?
-
ხილი
( ვაშლი, ატამი, გარგარი, კენკროვანი, კივი და ა.შ)
-
ბოსტნეული
( ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, სტაფილო, ყაბაყი და ა.შ)
-
მარცვლეული
( წიწიბურა, ჰერკულესი, სოია)
- ხელოვნური კვებაზე
მყოფ ჩვილებში საკვების ხშირი ცვლა ყაბზობის
ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. 6 თვის ასაკიდან რაციონში ახალი
საკვების დამატების დროს უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულის სუპების ან ხილის
პიურეებს (ვინაიდან ფაფები, კარტოფილის პიურე ხელს უწყობს შეკრულობას)
- არ არის გამართლებული ის პროდუქტები რომლებიც ზრდიან წებვადობას ( მაგ: ბრინჯი, თეთრი პური, მანის ფაფა, მაკარონი).
- იზღუდება ასევე ის პროდუქტები რომელსაც შეუძლია გაზწარმოქმნის გაძლერება (ახალი რძე, ლობიო, კომპოსტო,ბოლოკი,ყურძენი და ა.შ)
·
სითხეებით დატვირთვაზე ( 1000 -1,500 მლ სითხე. მოიცავს წვენებს,
ჩაის, სუპებს)
· ტუალეტის
ტრენინგზე ( ბავშვს უყიდეთ ახალი ქოთანი, გამოუყავით ცალკე მყუდრო ადგილი დეფეკაცისთვი,
შესთავაზეთ ქოთანზე დაჯდომა ყოველი კვების შემდეგ)
·
წახალისება(
ყოველი დეფეკაციის აქტის შემდეგ გაუკეთეთ საჩუქარი, შეაქეთ და ა.შ)
Комментариев нет:
Отправить комментарий