ნათია ცირდავა
რას წარმოადგენს ცხელება?
ცხელება (პირექსია) არის ორგანიზმის კონპესატორული რეაქცია ინფექციური ან იმუნოლოგიური აგენტების საპასუხოდ.
რამდენად ხშირია ბავშვთა ასაკში?
ცხელება ბავშვთა ასაკის დაავადებათა ძირითადი სიმპტომია. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მიმართვის მიზეზებს შორის ცხელებას მეორე ადგილი უWირავს და ვიზიტების
30%-ს შეადგენს.
ცხელება ბავშვთა ასაკის დაავადებათა ძირითადი სიმპტომია. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მიმართვის მიზეზებს შორის ცხელებას მეორე ადგილი უWირავს და ვიზიტების
30%-ს შეადგენს.
ტემპერატურის გაზომვის მეთოდები
რექტალური |
აქსილარული |
ორალური |
თუმცა შეიძლება განისაზღვროს
ტემპორალურად |
ტიმპანურად |
- რექტალური ტემპერატურა ითვლება ოქროს სტანდარტად, გამოიყენება ჩვილეში და მცირე ასაკის ბავშვებში.
- გარეგანი ტემპერატურა განსხვავებულია სხეულის სხვადასხვა უბანზე, სხვაობა მერყეობს 1 -1,50 C-ის ფარგლებში, აქსილარული ტემპერატურა (36,5 – 37,50C) 10C--ით ნაკლებია შინაგან ტემპერატურაზე. რექტaლური ტემპერატურა 0,5-0.80C -ით მეტია აქსილარულზე. ტიმპანური და ორალური ტემპერატურა აქსილარულს უტოლდება ან აღემატება 0,30C-ით.
- სხეულის ტემპერატურა ყველაზე დაბალია დილის 5-6 საათისთვის, ყველაზე მაღალი 17-18 საათისთვის.
ცხელებაზე ლაპარაკი მართებულია, როდესაც:
- სხვა მხრივ ჯანმრთელ ნეონატებში რექტალური ტემპერატურა >38.0C;
- 0-3 თვემდე ასაკის ბავშვებში >≥38.0-38.2C;
- 3-36 თვემდე ასაკის ბავშვებში რექტალური ტემპერატურა >38.0-39.0 C-მდე; საყურადღებო ტემეპრატურაა >39.0 C;
- მოზრდილი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში ორალური ტემპერატურა ≥>37.8-39.5C, ხოლო საყურადღებო ტემპერატურაა >39.5 C;
· ტემპერატურის მატების ხარისხი ვარირებს ორგანიზმის რეაქტიულობის, დაავადების ხასიათისა და ასაკის მიხედვით. ახალშობილები ხშირად მძიმე ინფექციას ცხელების დაბალი ციფრებით ან საერთოდ ჰიპოთერმიით პასუხობენ, ჩვილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰიპერრეაქტიულობით გამოირჩევიან და მაღალი ცხელებით პასუხობენ ნებისმიერ ინფექციას.
როგორ ხდება ცხელების მართვა?
- ანტიპირეტული ( სიცხის დამწერი) საშუალებების მიცემა რეკომენდებულია, როცა ბავშვის ტემპერატურა >38,5-ზე. ჩარევა დასაშვებია ფონური დაავდების არსებობის ან ანამნეზში არის ფებრილური გულყრის არსებობის დროს.
- მექანიკური გაგრილება (პირაპირი მეთოდები: გრილი აბაზანა, დაზელვა ოთახის ტემპერატურის წყლით, გრილი საფენების სხეულის სხვადასხვა უბანზე მოთავსება, გატიტვლება. არაპირდაპირი მეთოდები : ვენტილატორი, გარემოს თემპარტურის შემცირება)
Комментариев нет:
Отправить комментарий