среда, 12 февраля 2014 г.

ღებინების სინდრომი ადრეული ასაკის ბავშვებში

           რას წარმოადგენს ღებინების სინდრომი ადრეული ასაკის ბავშვებში                                                                                                                                           
                           ( ახალშობილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები)
                                                                                                ნათია ცირდავა


     რა არის ღებინება?

     ღებინება - ეს არის კუჭის და /ან წვრილი ნაწლავების შიგთავსის უნებლიე, სწრაფი გამოდევნა პირიდან ( ხანდახან პირიდან და ცხვირიდან), დიაგრაგმის . კუჭისა და მუცლის პრესის კუნთების მრავლჯერადი  აქტიური შეკუმშვის შედეგად. 
    ღებინება უხშირესად დაცვითი  რეაქციაა და ვითარდება გარედან მოხვედრილი ან ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსიური ან სხვა ნივთირებების კუჭ-ნაწლავიდან გამოდევნის მიზნით.

  რა ანატომიური თავისებურებები განაპირობებს   ახალშობილებსა და 
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ღებინებას ?

       ამ ასაკობრივ ჯგუფში ღებინების და წამოქაფების მიდრეკილება აიხსნება ანატომიურ- ფიზიოლოგიური  თავისებურებებით :


  1. კარდიალური სფინქტერის სისუსტე და პილორული სფინქტერის შედარებით დამაკმაყოფილებელი ტონუსი;  
    კუჭი


     2. მოზრდილებთან შედარებით პატარების კუჭს აქვს უფრო ჰორიზონტალური მდებარეობა

   3. მუცლის ღრუში შედარებით მაღალი წნევა. ( რაც გამოწვეული ერთის მხრივ დიდი ზომის შინაგანი ორგანოებით და მეორეს მხრივ, სხეულის ზომებთან შედარებით დიდი მოცულობის საკვების მიღება) ;
  4. ამ ასაკის ბავშვი უპირატესად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფება.


     ზემოთ აღნიშნულის გამო წამოქაფება შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ბავშვებშიც შეგვხდეს. თუ ეს არ აისახება ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე და მასის მატების ტემპზე, 6 თვის ასაკამდე არ საჭიროებს კვლევას და ჩარევას. 
           
       თუ 6 თვის ასაკის შემდეგ:
  •  არ არის წამოქაფების სიხშირის კლების ტენდენცია;
  • თუ ბავშვი ჩამორჩება ზრდა- განვითარებაში;  
 სავარაუდოდ ეს განპირობებულია პათოლოგიური მდგომარეობით.

 რომელია ღებინების წამყვან მიზეზები?

     ჩვილებში

http://www.medgeo.net/2014/02/10/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

 - ჭარბი კვება;                                                        
-  საკვების ფორმულის არასწორი შერჩევა;
-  კვების არასწორი ტაქტიკა;
-  გასტროენტერიტი;
-  გასტროეზოფაგური რეფლუქსი ;
-  სისტემური ინფექცია;
- ანატომიური ობსტრუქცია;
- შუა ყურის ანთება;

  2 წლამდე ბავშვებში ზემოთ ჩამოთვლილს ემატება 

 - ინტოქსიკაცია;
 - მედიკამენტები;
 - ყივანახველა
 - გასტრიტი


  

Комментариев нет:

Отправить комментарий