понедельник, 10 февраля 2014 г.

ახალშობილის კვება



    შეკითხვა:  რამდენი მლ. რძე ეკუთვნის ახალშობილს?


   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  რეკომედაციით ( Breastfeeding counseling 
 გვ.127)    ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს


       -  ბავშვის საკვები მოცულობა რომელის წონაა  > 2.5 კგ-ს არის 
  • 150 მლ/კგ /დღეში, კვების სიხშირე 8, კვებათა შორის ინტერვალი 3 სთ. 
    ბავშვთა კვება
         მაგ.: ბავშვი არის 3 კგ.  დღიურად ეკუთვნის 450 მლ. რძე, რომელიც უნდა განაწილდეს  8 კვებაზე ანუ თითო კვებაზე ეკუთვნის დაახლოებით  50-60 მლ  საკვები.
     
  -  ახალშობილი რომლის მასაც  <2.5 კგ-ზე ნაკლებია ( მცირე წონის ახალშობილი)

  • საკვების საწყის მოცულობას წარმოადგენს  60მლ/კგ/ დღეში. შემდეგ ყოვედღიურად ხდება საკვების მოცულობის  20მლ-ით გაზრდა, სანამ საერთო მოცულობა არ იქნება 200 მლ/ კგ/ დღეში.  კვების სიხშირე  8-12, კვებათა შორის შუალედი 2-3 სთ.
      დედის რძე შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა საკვებ ნუტრიენტს ( ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს და წყალს). ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილიდან მოინელება და შეიწოვება. ასევე შეიცავ ბიოაქტიურ ფაქტორებს რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მოუმწიფებელი იმუნიტეტის გაძლიერებაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий