среда, 26 февраля 2014 г.

კითხვა- პასუხი ( ბავშვთა კვება, კოლიკა)

                                                                                       ნათია ცირდავა
კითხვა :  მყავს 16 დღის გოგონა  ვაჭმევ ძუძუს , მაგრამ მე მგონი არ ყოფნის. თუმცა რძე მაქვს. საკმარისად ასევე უგროვდება გაზები და მწარედ ტირის უფრო ღამის საათებში, შიგადაშიგ ვაძლევ კამის (ჰიპის ჩაის და გაზებისთვის ესპუმიზანს), მაინ მწარედ ტირის როგორ მოვიქცე? რას მირჩევთ?

  პასუხი:  მოგესალმებით  თქვენი პატარას ერთი კვება უნდა გრძელდებოდეს 25-30 წუთი. ერთი ძუძუ აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოწოვოს,  ვინაიდან რძის ბოლო ულუფაშია ძირითადი ცხიმები რომელიც ხელს უწყოფს ბავშვის წონაში მატებას.  გადაამოწმეთ  ბავშვის წონა , თუ ბავშვს ნომრალური ნამატი აქვს კვების გამო არ ტირის ( ბავშვის წონის ნამატი : 0-4 თვემდე კვირაში ნამატი უნდა იყოს 155- 241 გრამამდე, პირველ თვეში ნამატი შეიძლება იყოს 500- 600გრ ).  ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ საკონტროლო აწონვა, ანუ პატარა აწონეთ კვებამდე და კვების შემდეგ, ამით მიხვდებით ერთ კვებაზე რამდენ მლ. საკვებს იღებს.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  რეკომედაციით ( Breastfeeding counseling  გვ.127)    ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს თუ  ბავშვის საკვები მოცულობა რომლის წონაა  > 2.5 კგ-სუნდა იყოს 150 მლ/კგ /დღეში, კვების სიხშირე 8, კვებათა შორის ინტერვალი 3 სთ.      
    მაგ.: ბავშვი არის 3 კგდღიურად ეკუთვნის 450 მლ. რძე, რომელიც უნდა განაწილდეს  8 კვებაზე ანუ თითო კვებაზე ეკუთვნის დაახლოებით  50-60 მლ  საკვები.)
     თუ ექსკლუზიურ ძუძუთ კვებაზე გყავთ, ჰიპის ჩაის ჩართვა არ არის რეკომენდებული, თუ ფიქრობთ რომ ესპუმიზანი არ შველის შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა სპაზმოლიზური საშუალებით, ასევე მიეხმარეთ გაზგამყვანი საშუალებებით. თქვენ შეეცადეთ არ მიიღოთ ძალიან ტკბილი საკვები, კომბოსტო და ისეთი პროდუქტები რომელიც მეტეორიზმს უწყობს ხელს

    თუმცა ბავშვის ტირილის მიზეზი კოლიკის გარდა სხვა მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ სასურველია თქვენი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთ

Комментариев нет:

Отправить комментарий