воскресенье, 9 марта 2014 г.

პირველადი დახმარება

                                                                                            
     სითბური დაკვრა                                                                                       

 სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, როდესაც ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო დარღვეულია სითბოს გაცემა.

დამხასიათებელია შემდეგი კლინიკური ტრიადა:
  1. ცხელი, მშრალი კანი, ოფლის გარეშე;
  2. ჰიპერთერმია რექტალური ტემპერატურა >41 C; 
  3. თავის ძლიერი ტკივილი, აგზნება, გულყრა, კომა.

  სხვა სიმპტომები :
  • ტაქიკარდია;
  • არტერიული ჰიპოტონია;
  • ოლიგო-ანურია;
  • ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
  პირველადი დახმარება მოიცავს :
  1. სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენას;
  2. სასწრაფო გაგრილებას ცივი წყლის აბაზანაში;
  3. ინფუზურ თერაპიას გრილი ხსნარებით, დიურეტიკების ფონზე, დიურეზის კონტროლით;
  4. გულყრის პრევენციას. 



ჰიპოთერმია 

  მდგომარეობა რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს C. ჰიპოთერმიის ფონზე ითრგუნება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციები. 30 გრ. C-ზე ვითარდება დისრითმია, ხოლო 30 გრ. C-ზე ქვემოთ პარკუჭოვანი არითმია და ფიბრილაცია. 

  შესაძლო სიმპტომები:
  • ცნობიერება დაბინდული;
  • გუგები გაფართოებული;
  • შესაძლოა განვითარდეს კომატოზური მდგომარეობა;

 პირველადი დახმარება მოიცავს:
  1. პაციენტის გარეგან გათბობა -ყველა საშუალებით. თუ უშედეგო აღმოჩნდა
  2. შემდეგ შინაგანი გათბობა - ინფუზური თერაპია თბილი ხსნარებით
  3. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.

                                                                                                                  ნათია ცირდავა


Комментариев нет:

Отправить комментарий