ანთროპომეტრული მონაცემების შეფასების გზები
საორიენტაციო
მაჩვენებლები
სიმაღლე
- საშუალო სიგრძე დაბადებისას 50 სმ, 1 წლის ასაკში 75 სმ.
- დაბადების სიგრძე ოთხმაგდება 4 წლის ასაკისთვის (100სმ)
- წლიური საშუალო ნამატი 4
წლიდან ასაკობრივ მომწიფებამდე 5-7 სმ.
ზრდის დარღვევის სემიოტიკა
ჰიპოსტატურა არის ბავშვის სიმაღლეში
ჩამორჩენა, წონის ნორმალური ან მცირედ დაქვეითებული მაჩვენებლის ფონზე, რაც ვლინდება
კვების ქრონიკული დარღვევის
ან სხვა დაავადებების დროს.
ზრდის ტემპის შენელების შემთხვევაში აუცილებელია
ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე დინამიკური მეთვალყურეობა და დამატებითი გამოკვლევების
ჩატარებაზრდის შეფერხების მიზეზის დასადგენად.
სიმაღლეში მატების შეფერხება მიკორსომიის, ანუ
ნანიზმის სახლწოდებითაა ცნობილი, სიმაღლეში ნორმაზე მეტ მატებას
მაკროსომია , ანუ გიგანტიზმი ეწოდება.
ზრდის დარღვევა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და
შეძენილი.
საშვილოსნოსშიდა პერიოდში ნაყოფის სიგრძეზე გავლენას
ახდენს დედის კვება, მისი დაავადებები, ინტოქსიკაცია, ნაყოფის განვითარების ანომალიები
და სხვა.
·
ალიმენტური ფაქტორი- კვება. ზრდის შეფერხება ხშირია
ჰიპოტროფიის II
–III ხარისხის, მარაზმისა
და კვაშიორკორის სინდრომი დროს.
·
დაავადებები, რომლის დროსაც დარღვეულია საკვების მონელება
და შეწოვა
დაავადებები რომლის დროსაც აღინიშნება ქრონიკული ქსოვილოვანი
ჰიპოქსია: გულის მანკები, ანემია, ბრონქოექტაზიური დაავადება და სხვ.
·
ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია და დაავადებები,
რომელთაც ახასიათებთ ქსოვილების დაბალი რეაქტიულობა ჰორმონების მიმართ, თვით ჯირკვლის
ნორმალური ფუნქციონირების ფონზე.
·
ფსიქოსოციალური ფაქტორები - მიტოვებული ბავშვი.
ჰიპოსტატურა
უნდა გავარჩიოთ კონსტიტუციური, ანუ შთამომავლობითი სიმდაბლისგან, რასაც ჰიპოპლაზია
ეწოდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვის
მშობლებიც დაბლები არიან. რენტგენოლოგიურად ძვლოვანი ასაკი ნორმის ფარგლებში.
სქექსობრივი მომწიფება დროულად იწყება, ბავშვის საბოლოო სიმაღლე მცირეა.
* გამოყენებული ლიტერატურა
1.Behrman RE, Kilegman RM, Jenson HB, Editors Nelson textbook of pediatrics.
2. Brenner: An Elementary textbook of psychoanalysis; pg.9-14
3. ნ. ხერხეულიძის " ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა".
Комментариев нет:
Отправить комментарий