воскресенье, 13 апреля 2014 г.

დიარეა

 


                                                 
                 დიარეა
       რას ეწოდება დიარეა?
   დიარეა არის დეფეკაციის სიხშირის მატება და განავლის კონსისტენციის და მოცულობის შეცვლს პაციენტის ჩვეულ ნაწლავთა მოქმედებასთან შედარებით




ჯანმოს  მონაცემებით   დიარეის დროს

  • ნაწლავთა მოქმედების სიხშირე უნდა იყოს 3 და მეტი დღე-ღამეში;
  • განავლის კონსისტენცია უფრო მეტად სითხის შემცველია, ვიდრე მოცემული პირისთვის არის ჩვეული;
  • განავლის მოცულობა ახალშობილებში და ჩვილებში >10გ/კგ-ზე, ხოლო ნებისმიერ სხვა ასაკში >200 გრამზე დღე- ღამეში.
  დიარეა  არსებობს
  • მწვავე    - 2 კვირამდე
  • პერსისტიული   - 2-6 კვირა
  • ქრონიკული    >6 კვირაზე
  მწვავე დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:


<2 წელი
2-13 წელი
>13 წელი
გასტროენტერიტი
სისტემური ინფექცია 
ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა
ჭარბი კვება
გასტროენტერიტი
კვებითი ინტოქსიკაცია
სისტემური ინფექცია
ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა

გასტროენტერიტი
კვებითი ინტოქსიკაცია
ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა


დიარეის დროს საყურადღებოა:
  • ბავშვის ასაკი;
  • დეფეკაციის სიხშირე, განავლის ხასიათი;
  • განავალში სისხლის არსებობა;
  • დიარეის ხანგრძლივობა;
  • თანხმლები სიმპტომები: ღებინება, ცხელება, მუცლის შებერვა და ტკივილი, ტენეზმები, მუცლის ყურყური, პერიანალური ერითემა, სწორი ნაწლავის პროლაფსი;
  • ჩატარებულ მკურნალობა ( ანტიბიოტიკოტერაპია ან სხვა );
  • ეპიდ. სიტუაცია;
მწვავე დიარეის მართვა მოიცავს:
  1.           სად უნდა ჩატარდეს მკურნალობა: ბინაზე, ამბულატორიაში, სტაციონარში;
  2.          წყლის და ელექტროლიტების დეფიციტის აღმოფხვრა
          დიარეის სიმძიმის განსაზღვრისთვის აუცილებელია დეჰიდრატაციის ხარისხის  განსაზღვრა.

სიმპტომები
მსუბუქი
ზომიერი
მძიმე
მენტალურისტატუსი
აქტიური
მოუსვენარი,გაღიზიანებული
ლეთარგიული, უგოგონო
წყურვილი
სითხეს იღებს
სითხეს სვამს აქტიურად
ცუდად სვამს სითხეს ან ვერ სვამს;
 პულსი

 ნორმა

ნორმა ან მომატებული

ტაქიკარდია,ბრადიკარდია,ძალიან მძიმეს შემთხვევაში
სუნთქვის სიხშირე
ნორმა
ნორმა, მომატებული
მომატებული, ღრმა
თვალები
ნორმა
მსუბუქად ჩაცვენილი
ჩაცვენილი
ცრემლი
ტირის ცრემლით
შემცირებული
არ აქვს
ტურგორი
ნორმა
კანის ნაოჭი სწორდება < 2წმ
კანის ნაოჭი სწორდება > 2წმ
კაპილარული ავსების დრო
ნორმა

გახანგრძლიბვებული

გახანგრძლივებული

კიდურები
თბილი
ცივი
ცივი, ციანოზური
შარდვა

ნორმა, მცირედ შემცირებული

შემცირებული
მინიმალურ
 *Berman’s Pediatric Decision making, Fifth Edition (2012)

   1 კვირიდან 2 თვემდე ასაკის ბავშებში გაუწყლოების სიმძისმის შესაფასებლად არ გამოიყენება წყურვილის შეგრძნება.

   ESPGHAN  და  ESPID ის მიხედვით 3 ყველაზე ინფორმატიული კლინიკური ნიშანია: კაპილარული დროის გახანგრძლივება, კანის ელასტიობის დაქვეიტება/ტურგორი, რსპირაციული დარღვევები.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.Berman’s Pediatric Decision making, Fifth Edition (2012);
2.  ESPGHAN acute diarea


Комментариев нет:

Отправить комментарий