суббота, 8 февраля 2014 г.

ფუნქციური ხასიათის ყაბზობა

                                                                                          ნათია ცირდავა                              
         
    რა არის ყაბზობა?                                        

    ყაბზობა (კონსტიპაცია) პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც  იშვიათდება დეფეკაცია ან/და მცირდება სითხის შემცველობა  ფეკალიებში, რაც იწვევს დეფეკაციის გაძნელებას.

 ყაბზობა
     ყაბზობაზე ვლაპარაკობთ მაშინ , როცა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დეფეკაციის სიხშირე 3 წლამდე ასაკის ბავშს აქვს 6-ზე ნაკლები, ხოლო ნებისმიერ სხვა ასაკში 3-ზე ნაკლები კვირაში         (შემხთვევათა 95%), შემცირებულია ფეკალიების მოცულობა ( < 35 გრამზე დღე-ღამეში) და /ან ადგილი აქვს დეფეკაციის გაძნელებას. 

როგორია დეფეკაციის სიხშირე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში?

       დეფეკაციის სიხშირე ინდივიდუალურია და ასაკის მატების პარალელურად აღინიშნება მისი კლების ტენდენცია.
  •        ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილებისთვის ტიპიურია დეფეკაცია პრაქტიკულად ყველა კვების დროს. ზოგჯერ კარგი კვების და განვითარების ძუძუთი კვებაზე მყოფ ნეონატებს აღენიშნებათ რამდენიმე დღის დაყოვნებით დაცლა, რაც იმ შემთხვევაში, თუ არ იწვევს დისკომფორტს, ასევე ნორმის ვარიანტად ითვლება.
  •  ჩვილებს შეიძლება ჰქონდეთ 4-მდე, მაგრამ ასევე დასაშვებია ყოველ 2-3 დღეში მოქმედებაც.
  •  4 წლის აკაის ბავშვებს აქვთ 1,2 დეფეკაცია დღეში.
  •  ნებისმიერ სხვა ასაკში დეფეკაციის სიხშირე ვარირებს 2-3-დან/დღეში -  3-მდე/კვირაში.




 
                  ასაკი
 
დეფეკაციის სიხშირე/კვირაში
დეფეკაციის სიხშირე/დღეში
( საშუალო მაჩვენებელი)
                 0-3 თვე
ექსკუზიურად ძუძუთი კვება
ხელოვნური კვება

         5-40
         5-28

     2.9
     2.0
                 6-12 თვე
        5-28
     1.8
1-3    წელი         
        4-21
     1.4
              >3 წელზე
        3-14
     1.0
  

ყაბზობა შეიძლება იყოს ფუნქციური ან ორგანული

ფუნქციური ყაბზობას საფუძვლად არ უდევს არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა. არ ვლინდება დაბადებიდან და არ ატარებს მუდმივ ხასიათს. კლასიკურად ვლინდება 2 წლის ასაკიდან, პედიოდულია და გრძელდება ხანმოკლე დროის მანძილზე.  მძიმე შემთხვევებშიც პრაქტიკულად არ აისახება ბავშვის ზრდა- განვითარებაზე.

რა ფაქტორებს შეუძლია ფუქნციური ყაბზობის პროვოცირება? 


  •    ფსიქოგენური ფაქტორებს

1.       ღამის ქოთნის ან ტუალეტის შიში, არაკომფორტული ტუალეტი.
2.       მტკივნეული დეფეკაციის ეპიზოდი
3.       ოპერაციული ჩარევა ანორექტალურ მიდამოში.
4.       რეგულარული შეკავება
5.       სტრესული სიტუაციები ოჯახში, სასწავლებელში, ახალი ბავშვი ოჯახში, დედის დეფიციტი, ახალი ძიძა და ა.შ


  •           ალიმენტური ფაქტორებს
  1.  ცვლილებები კვების წესში ( ახალი საკვები, მშრალი საკვების ჭარბი გამოყენება და  სხვა)
  2.  მაღალკალორიული რაფინირებული საკვების სიჭარბე
  3.  უხეში უჯრედისი შემცველი საკვების დეფიციტი საკვებში.
  4.    წყლის  ( თხევადი საკვების) დეფიციტი რაციონში 
     ყაბზობა




  •   ცხოვრების ჰიპოდინამიური წესს
  •  ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შეზღუდვა ( ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაცი) მნიშვნელოვნად ამცირებს მუცლის პრესის ტონუსს და ნაწლავების პერისტალტიკურ აქტივობას.
  •  ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალებებს
              კვებითი რეკომენდაციები იხილეთ:  http://pediatriuli.blogspot.com/2014/02/blog-post.html






Комментариев нет:

Отправить комментарий